დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016595 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გერმანული წარმოების „PETKUS“-ის ფირმის 10 ტ/სთ წარმადობის მარცვლის თესლის გადამამუშავებელი დანადგარი ამ განკარგულების დანართში მითითებული კომპლექტაციით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 404923785).
2.საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში.
3.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
|
|
|
| დანართი |
| № | დასახელება |
| 1 | პირველადი გაწმენდის დანადგარი |
| 2 | ფხების მოსაცილებელი |
| 3 | ხორბლის მახარისხებელი ზომების მიხედვით |
| 4 | არასტანდარტული მარცვლის მოსაცილებელი |
| 5 | პნეო მაგიდა |
| 6 | ქიმიური დამუშავების აპარატი |
| 7 | სასწორი |
| 8 | საკერავი მანქანა |
| 9 | გამშვები ბუნკერი 15 კგ-დან 50 კგ-მდე, 500 კგ-დან 1000 კგ-მდე |
| 10 | მარცვლეულის შესანახი სათავსო ბუნკერები 10ც. 100 ტონიანი |
| 11 | ნარჩენების შესანახი ბუნკერი 27-ტონიანი |
| 12 | ქარხნის მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობა-მექანიზმები |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები