საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
386
21/12/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2010
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №386

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ სა­ქარ­­­თველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „კულ­ტუ­რული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხ­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იური­დიულ პირს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საა­გენ­ტოს მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინის­ტრა­ციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკ­ვიდრეობის ძეგლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო და­­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შეს­­რუ­ლებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარი­შე­ბისა და სამუშაოთა მიღების, სანებართვო პირობების კონ­ტრო­ლისა და ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობათა ცვლილე­ბე­ბის გან­ხორ­ციელების უფლებამოსილება.

მუხლი 2. კულტურული მემკ­ვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვის უფლებამოსილება მიე­ნიჭოს საჯა­რო სამართლის იური­დიულ პირში – აჭარის კულტუ­რული მემ­კვი­დ­რეობის დაცვის საა­გენ­ტოში შექმნილ სააგენტოს დი­რექ­ტო­რის სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობაც მტკიც­­დება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამი­ნის­­ტროსთან შეთანხმებით.

მუხლი 3. საჯარო სამართლის იური­დიული პირი – აჭარის კულ­ტურული მემკვიდრეობის დაცვის საა­გენ­ტო ჩაითვალოს აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ სამინისტროს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებ­თან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანო­ბის ნაწილში.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №138 დადგენილება „აჭარის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სა­მი­­ნის­ტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინის­ტრა­­ციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკ­ვიდრეობის ძეგლ­ზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მი­ნი­ჭების შესახებ“.

მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური