დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016599 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №250
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1097 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №65.05.47.023) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500 (ხუთასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №400027564).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების გამოყენება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,ოპტიმუმ ენერჯი ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 ოქტომბრის №04/10/03 განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები