დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 379 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №379
2010 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიქმნას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბარამიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე
მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი _ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი
მარინე ჭოღოშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) – სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი
ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) – სხალთის ეპისკოპოსი
ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) – რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე – საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე
კახაბერ მახათაძე – საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები