დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016600 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №249
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებუ ლი, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორ მით, 96 900 (ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასი ) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 400023728).
2. ს აპრივატიზებო პირობად განისაზღვროს :
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში;
ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობასა და შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ შორის 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
| № | ქონების ადგილმდებარეობა | საკადასტრო კოდი | ქონების დახასიათება |
| 1 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.030 | 754 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 2 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.028 | 251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 3 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.029 | 104 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 4 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.034 | 1641 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 5 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.016 | 6054 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 6 | ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა | 20.41.04.026 | 1076 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 7 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.03.011 | 7443 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
| 8 | ქობულეთი, სოფელი ჭახათი | 20.41.04.025 | 1237 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები