ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო (ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე) გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
108
27/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
000000000.00(0).00.000000
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო (ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე) გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 108

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო (ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე) გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსების მიზნით  განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების განთავსების მიზნით:

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს აუქციონის (კონკურსის) გამოცხადების ფორმით პრეტენდენტების შერჩევა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზისპირა ზოლში, დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების მშენებლობისათვის.

2. დეპარტამენტმა, დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების განთავსების მიზნით უზრუნველყოს   ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზისპირა ზოლში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდვა საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.   

3. დეპარტამენტმა შესაბამის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშაოს ,,საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვებისა და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) ოპტიმალური განლაგების სქემა. აღნიშნული სქემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დასამტკიცებლად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.

4. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე დასვენებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვებისა და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) ოპტიმალური განლაგების სქემის დამტკიცებამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების – წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-ფოთი-სარფის მონაკვეთებზე, საპროექტო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წინამდებარე გზების პერსპექტიული განვითარების ზოლში, არ იქნეს განთავსებული ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტი.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური