სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016602
  • Word
247
13/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016602
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 247

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების  შესაბამისად:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხლის ტერიტორიაზე 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით,  ს/ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ 205169066) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ, ამბროლაურის სატყეო უბნის სხვავას სატყეოს კვარტალ №51-ის ლიტერ №5-ში 358 კვ.მ და ლიხეთის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში 2448 კვ.მ ფართობზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს არაუმეტეს 49 წლით.

2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

პრემიერ-მინისტრი                            ი. ღარიბაშვილი