საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22.13 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
373
24/03/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2010
000000000.00(0).000.000000
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22.13 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 373

2010 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდე­ბარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22.13 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერი­ტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და სა­ხელ­მწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის 96 დადგე­ნილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნ­ქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი 2) და, საზოგადოებრივი ინტერე­სე­ბიდან გამომდინარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სა­ტყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სა­მე­ურ­ნეო ტყის ფონდის მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის 13 სამცველოს (ყოფილი ლისის სატყეო) 3 კვარტალის №№3,5,9,12,13 ლიტერიდან 22.13 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სა­ხელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თა­­­ვის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დად­­გენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური