შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016651
  • Word
237
13/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016651
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №237

2014 წლის 1 3 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­ სი­ სა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქარ­ თველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამ­ ტკი­ცე­ბული დებულების (შემდგომში  –  დებულება) 74  მუხლის პირველი და 11 პუნქტების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდი­ნარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე , ჰიდროელექ­ტროსად­გუ­რე­ბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგური „შუ­ა­ხევიჰესის“ სამშენებლო სამუშ აოების შეუფერხებლად განსახორციე­ლებ­ლად, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (ს/კ 404401438) გათავისუფლდეს  სა­ სარ­ გებლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და განახორციელოს:

ა) ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. წაბლანას მიმდებარე ტერიტო­რი­აზე  42 600 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა – ხრეში) მოპოვება შემ­ დეგი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. დიდაჭარას მიმდებარე ტერი­ტო­რიაზე 15 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა – ხრეში) მოპოვება შემ­ დეგი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

2.  შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის დაცვის სამინისტროს სსიპ  –  გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბა­ მი­ სი დასკვნებ ით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სა­ხელმწიფო ბიუჯეტში:

გ.ა) 7409 (შვიდი ათას ოთხას ცხრა) ლარის გადახდა განკარგუ­ლების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი­სა­თვის;

გ.ბ) 2609 (ორი ათას ექვსას ცხრა) ლარის გადახდა განკარგულების პირ­ველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისათვის.

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფ­ლე­ბის საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობ­რი­ვად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გა­რემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ  –  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დე­პარტამენტმა (შემდგომში  –  გარემოსდაცვითი ზედამ ხედველობის დე­პარტამენტი).

4 . შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედა­ მ­ ხედ­ ველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუ­ნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ – მინისტრი                  ი . ღარიბაშვილი