დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016650 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №235
2014 წლის 1 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში სამოქალაქო აეროპორტების განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე , შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წინაშე მდგარი მრავალმხრივი ამოცანების ეფექტურად და კომპლექსურად გადაწყვეტის მიზნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგა დოება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთ–ვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.“.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები