შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016643
  • Word
225
10/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016643
შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №225

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

1. საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარ­გებ­ლო­ბის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირ­ველი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 კვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტრო­სადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 250 მმ მილსადენის მშე­ნებ­ლობის მიზნით, შპს „მაქსანია 2014“-ს (ს/კ 442729077) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს მარ­თვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში 754,16 კვ.მ ფართო­ბით (წალენჯიხის სატყეო უბნის ჯვრის სატყეოს კვარტალ №13-ის ლიტ. №5-ში - 58 კვ.მ; ლიტ. №14-ში – 109 კვ.მ; კვარტალ №35-ის ლიტ. №2-ში – 117 კვ.მ და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში –  470,16 კვ.მ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის  (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა განესაზ­ღვროს 49 წლამდე.

2. შპს ,,მაქსანია 2014“ ვალდებულია, ამ განკარგულების ძალაში შესვ­ლი­დან 3 თვის ვადაში, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესათანხმებ­ლად წარუდგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწის ფართობზე სპე­ციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრა­ვა­ლფე­როვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმე­დე­ბების პაკეტი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი