საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
90
27/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
000000000.00(0).00.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №90

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარ­ჩევ­ნო კო­დექსის“ 12914 და 12916 მუხლების საფუძველზე საქართ­ვე­ლოს ფი­ნან­სთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სა­ხელ­­მწი­­ფო ბი­უ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სა­­ქართ­ველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს:

ა) 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი საქართ­ვე­ლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2010 წლის ადგილობრივი თვით­მმართველობის არჩევნებისათვის პარტიების მიერ ამომ­რჩე­ველ­თა სიების მონიტორინგის განხორციელების მიზნით;

ბ) 645 610 (ექვსას ორმოცდახუთი ათას ექვსას ათი) ლარი სა­ჯა­­რო სამართლის იურიდიულ პირს – საარჩევნო სისტემების გან­ვი­თარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შეუფერ­ხებ­ელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით და საქართველოს სა­ბი­­უ­ჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად „სა­ქარ­თ­ველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონით დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევ­­ნო კომისიის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაამატოს ორგა­ნი­­ზაციული კოდი: „06 05 – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავ­ლების ცენტრი“.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური