დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №79
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, 2010 წელს საქართველოში ვაზისა და ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა” მომსახურების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები