დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №361
201 0 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილების ა და დამატებ ების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებ ები:
1. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეულმა ორგანიზაციებმა (ტყითმოსარგებლეები), საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამ აქტის ფარგლებში მათზე დამაგრებული ტყეკაფების ათვისება (ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვა) უზრუნველყონ 2010 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამ აქტის ფარგლებში მათზე დამაგრებული ტყეკაფების ათვისება (ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვა) უზრუნველყონ 2010 წლის 1 სექტემბრამდე, კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. ნება დაერთოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამ განკარგულების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – სატყეო დეპარტამენტისათვის გადაუცემელი საშეშე მერქნის სანაცვლოდ ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს მოსთხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა.
42. 41 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა 1 მ3 გადაუცემელ საშეშე მერქანზე განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები