ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
78
27/01/2010
ვებგვერდი, 19/02/2014
000000000.00.00.000000
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 78

2010 წლის 27 იანვარი

. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 52-ე ნაწილის შესაბამისად მიეცეს თანხმობა:

ა) შპს ,,ენგურჰესს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის,  2008 წელს – 12 974 769 ლარის და 2009 წელს – 13 447 727 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე;

ბ)  შპს ,,ვარდნილჰესების კასკადს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2008 წელს – 2 407 001 ლარისა და 2009 წელს – 2 666 863 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე.

2. შპს ,,ენგურჰესმა” და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადმა” უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და 2009 წლის ფინანსურ  (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  შპს ,,ენგურჰესისა” და შპს ,,ვარდნილჰესის კასკადის” ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით განახორციელოს შესაბამისი ქმედებები.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური