დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1053 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №74
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1053 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1053 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2010 წელს უზრუნველყოს:
ა) სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პარალელურად, მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და საზედამხედველო მომსახურება;
ბ) ზუგდიდი-ხობის საზღვარზე, სოფელ ცაიშში ახალი ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ცემენტობეტონის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პარალელურად, საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და საზედამხედველო მომსახურება;
გ) აღნიშნული სამუშაოებისა და მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისა და სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შეუფერხებლად და შეზღუდულ ვადებში გასაწევად სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ეთხოვოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვა, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს – მშენებლობის შეთანხმების გაცემის საკითხის განხილვა.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები