სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016641
  • Word
223
10/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016641
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №223

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

 სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე და 52-ე მუხლებისა და „ტყით­სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით­სარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 კვ.ტ ელექტრო­გადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ 205169066) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – საა­გენტო) მართვას დაქვემდებარებულ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სო­ფელ წოდორეთისა და სოფელ ბევრეთის ტერიტორიაზე, მცხეთა-მთიანე­თის სატყეო უბანში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით (საერთო ფართობი – 44697,5 კვ.მ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს არა უმეტეს 49 წლით.

2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, მცხეთა-დიდგორის სატყეო უბანში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე განახორ­ციელოს სპეციალური სარგებლობის ჭრები.

3. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რე­სურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი