დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016640 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №222
2014 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის, წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე და 52-ე მუხლების, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 23 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. უტყისუბნის ტერიტორიაზე 10 კვ.ტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ 205169066) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით (საერთო ფართობი ‑ 36767 კვ.მ.) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს არა უმეტეს 49 წლით.
2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება:
ა) ადიგენის სატყეო უბნის უტყისუბნის სატყეოს ტყის ფონდიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მაღალმთის მუხის (Quercus macranthera Fisch et Mey) 125 (ას ოცდახუთი) ინდივიდი;
ბ) ადიგენის სატყეო უბნის უტყისუბნის სატყეოს №8 კვარტალის №28 ლიტერში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე განახორციელოს სპეციალური სარგებლობის ჭრები.
3. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები