დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016639 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №221
2014 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:
1. საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის შუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, გაზსადენის 111-ე და 179-ე კმ. ნიშნულებს შორის არსებული მონაკვეთის (სიგრძე-68 კმ., სიგანე-8 მ.) რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის), დემონტაჟის და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (ს/კ 206237491) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ, ხაშურისა და ზესტაფონის სატყეო უბნებში და მათ მიმდებარედ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებული 33986 კვ.მ ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს 49 წლამდე.
2. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი წაბლის (Castanea sativa) 27 (ოცდაშვიდი) ინდივიდი.
3. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ვალდებულია:
ა) მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები