საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ენერგიის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016634
  • Word
216
10/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
000000000.00.003.016634
საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ენერგიის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №216

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ენერგიის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტ­როს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტი­კუ­ლი სისტემის კომერციულ ოპე­რა­ტორს“ და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს დადებული ურთი­ერ­თგაგების მემორანდუმით გათვა­ლისწინებული ჰიდროელექტრო­სად­გურის („ლარსი ჰესი“) მშენებლობის დასრულების თაობაზე და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 22 ნოემბრის №200 ბრძანება „ყაზბეგის მუ­ნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. გვე­ლეთში შპს „ენერგიას“ მიერ მდინარე თერგზე 19 მგვ. სიმძლავრის ჰიდ­რო­ე­ლექტროსადგურ „ლარსი ჰესის“ ვარგისად აღიარების (ექსპლოა­ტა­ციაში მიღების) შესახებ“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით გაუქმ­დეს საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგიას“ შორის დადებული ურთი­ერ­თგაგების მემორანდუმის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო გარან­ტია.

3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე გარან­ტი­ის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავ­რობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართვე­ლოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი