საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016608
  • Word
215
10/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
000000000.00.003.016608
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №215

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტ­როს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტი­კუ­ლი სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორან­დუმით გათვალისწინებული ჰიდროელექტროსადგურის („ბახვი 3 ჰესი“) მშენებლობის დასრულების თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 9 ივლისის №1191 ბრძანება „ოზურგეთის მუნიცი­პა­ლიტეტის სოფელ მთისპირში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ბახ­ვი 3-ის სათავე კვანძისა და სადერივაციო არხის ექსპლუატაციაში მიღე­ბის შესახებ“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 5 აგვისტოს №1369 ბრძანება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთი­ს­­პირში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ბახვი 3-ის სადაწნეო აუზის, სადაწნეო მილსადენის, ჰესის შენობის, 110 კვტ. ქვესადგურის და 110 კვ. ელ. გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით გაუქ­მდეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადე­ბული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად წარმოდგენილი სა­ბანკო გარანტია.

3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე გარან­ტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავ­რო­ბის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართვე­ლოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი