სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016612
  • Word
207
10/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016612
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №207

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბორჯომში, გამსახურდიას ქ. №17-ში მდებარე 2003 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – საერთო ფართი - 1109 კვ.მ, №2 – საერთო ფართი – 66 კვ.მ და №3 – საერთო ფართი – 5.1 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №64.23.04.197) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 365 500 (სამას სამოცდახუთი ათას ხუთასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სატახას” (ს/კ 236689696).

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „სანატორიუმი ბორჯომი ბაღის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი (ს/კ 226156307) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სატახას” (ს/კ 236689696).

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის დასასრულს 245 500 (ორას ორმოცდახუთი ათას ხუთასი) ლარის გადახდა;

ბ) №64.23.04.197 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (№1 – საერთო ფართი – 1109 კვ.მ, №2 – საერთო ფართი – 66 კვ.მ და №3 – საერთო ფართი – 5.1 კვ.მ) დემონტაჟის დასრულება და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 (ცხრა) თვის განმავლობაში;

გ) გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე არანაკლებ 70-ნომრიანი მაღალი კლასის (4 ვარსკვლავის მქონე) სასტუმროს მშენებლობა, მისი დასრულება და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში;

დ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი)  ლარის ინვესტიციის განხორციელება.

4. შპს „სატახა“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სამი თვით.

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გადაცემული ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი