„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016614
  • Word
204
10/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016614
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 204

2014 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმო ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლები თ  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმო ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბა­მი­სი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადასცეს განკარ­გუ­ლების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივ­თე­ბის უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზ­ღვროს აღნაგობის საგნის გაზსადენის მშენებლობისათვის გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შე­სა­ბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                         . ღარიბაშვილი