საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 05/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017792
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
173
19/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
040030000.10.003.017792
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/02/2014 - 04/04/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2014 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მეწარმეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

1. განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.

2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის დანიშვნა.

მუხლი 3
სააგენტოს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი