საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 05/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017791
172
19/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
040030000.10.003.017791
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №172

2014 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეყანაში ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის, ინტელექტუალური პროდუქტების, ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პროდუქციად ქცევის, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების საქართველოს მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევის და აღნიშნული ინსტრუმენტებით მათი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და მისგან გამომდინარე სტრატეგიის და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

1. განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი.

2. უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის დანიშვნა.

მუხლი 3
სააგენტოს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 მარტიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი