შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016629
  • Word
201
10/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016629
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №201

2014 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს  „საქართვე­ლოს აეროპორტების გაერთიანებას“  და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­ხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს აე­რო­პო­რ­ტების გაერთიანებამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გან­საზღვ­რული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული მომსა­ხურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, გამარტი­ვებული შესყიდვის საშუალებით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივე­ბუ­ლი ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარე­ბის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაფორმებელი ხელშეკრულე­ბის პროექტის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამ­ტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დად­გენილი მოთხოვნები .

პრემიერ-მინისტრი            ი. ღარიბაშვილი