არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016623
  • Word
195
07/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
000000000.00.003.016623
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 195

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით „შეღავათიანი აგროკრედიტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 37 01 07 ) გამოყოფილი ასიგნებებიდან, ამავე ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის, 63 800 000 (სამოცდასამი მილიონ რვაასი ათასი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხით „შეღავათიანი აგროკრედიტების“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის 139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ შესაბამისად.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა მოხმარდეს ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2013 წელს გაცემული სესხების თანადაფინანსებას.

პრემიერ-მინისტრი       ი . ღარიბაშვილი