მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ

  • Word
მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016621
  • Word
193
07/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
000000000.00.003.016621
მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 193

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ

1. აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 1-ის ფარგლებში, მოწონებულ იქნეს მესტიის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობისთვის მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია“ პროგრამის (პროგრამული კოდი - 25 04) და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 ბრძანებით დამტკიცებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (აზიის განვითარების ბანკი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 04 05) გათვალისწინებული ასიგნებების „საბიუჯეტო სახსრებიდან“ მისთვის გადარიცხული თანხების ფარგლებში.

პრემიერ -მინისტრი                                                   ი . ღარიბაშვილი