დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016620 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №192
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2014 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) და „რეგიონალური განვითარების პროექტი I (კახეთი) (მსოფლიო ბანკი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 05) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები