„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016140
2-50
20/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
010240030.22.032.016140
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-50

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012 სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016063) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველო“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და მისი განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეო მონაცემთა ბანკის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

დ) ნიადაგის მონაცემების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სწორი განლაგებისათვის რეკომენდაციების გაცემა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი მარტიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით გალეგაშვილი