დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის № 3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 19/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300030000.57.069.016040 |
|
„საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის სხდომის დამსწრე ყველა წევრი. სისტემაში ატვირთვის მიზნით, შესაძლებელია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (მაგ., ელ.ფოსტა) შეთანხმდეს სატენდერო კომისიის წევრებთან, შემდგომი ხელმოწერის პრაქტიკის გამოყენებით.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებლისგან ქაღალდის შესყიდვა შესაძლებელია არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადისა.“. ბ) მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები იგზავნება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები