დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის, დაფარვის და მიღებული ფულადი სახსრების განთავსების წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 176 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016610 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №176
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვის, დაფარვის და მიღებული ფულადი სახსრების განთავსების წესის შესახებ
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:
1. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის, 2014 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სახელით გამოუშვას 2 და 5 წლის დაფარვის ვადის მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები) არა უმეტეს 200 მლნ ლარის მოცულობით.
2. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიები განხორციელდეს 2014 წლის განმავლობაში, თითოეული ვადიანობისთვის ორ ემისიად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით განსაზღვროს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის ემისიების მოცულობა და თარიღები.
4. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვის უფლება მიეცეთ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორში თავიანთი სააქციო კაპიტალის წილის შესაბამისი ოდენობით (შემდგომში - ლიმიტი), დანართის შესაბამისად.
5. დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეთავაზება განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე ძირითად ემისიასთან ერთად, აუქციონზე დაფიქსირებული კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი ფასით. აუქციონის დასრულების შემდეგ აუთვისებელი ლიმიტი გაუქმდეს.
6. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის 2014 წელს გამოსაშვები სახაზინო ობლიგაციებიდან მიღებული ფულადი სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განათავსოს აუქციონის ანგარიშსწორების დღეს გამოუთხოვადი ვადიანი დეპოზიტის სახით, ამ სახაზინო ობლიგაციების მყიდველ კომერციულ ბანკში, კომერციული ბანკის მიერ ნაყიდი ფასიანი ქაღალდების ვადიანობის შესაბამისი ვადით.
7. დეპოზიტის განთავსება განხორციელდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების დღეს. დეპოზიტის დახურვა განხორციელდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაფარვის დღეს, შესაბამისი თანხის ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვით.
8. დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის და გადახდის თარიღები უნდა ემთხვეოდეს შეძენილი სახაზინო ობლიგაციების კუპონის დაფარვის თარიღებს.
9. დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება კუპონის განაკვეთს დამატებული ერთი საპროცენტო პუნქტი.
10. ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის განთავსება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და კომერციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
11. იმ საკითხებზე, რომლებიც არ რეგულირდება ამ განკარგულებით, გავრცელდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-51 ერთობლივი ბრძანება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დანართი
კომერციული ბანკის ლიმიტები
|
ბანკის დასახელება |
წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით (30.09.2013) |
1 |
სს „საქართველოს ბანკი“ |
35.48% |
2 |
სს „თიბისი ბანკი“ |
20.97% |
3 |
სს „ქართუ ბანკი“ |
6.57% |
4 |
სს „ბანკი რესპუბლიკა“ |
5.06% |
5 |
სს ლიბერთი ბანკი |
4.80% |
6 |
სს „პროკრედიტ ბანკი“ |
4.77% |
7 |
სს „ბაზისბანკი“ |
3.92% |
8 |
სს „კორ სტანდარტბანკი“ |
3.30% |
9 |
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ |
2.74% |
10 |
სს „პრივატბანკი“ |
2.36% |
11 |
სს „ბანკი კონსტანტა“ |
1.74% |
12 |
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ |
1.46% |
13 |
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ |
1.25% |
14 |
სს „პაშა ბანკი საქართველო“ |
1.20% |
15 |
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ‑ საქართველო“ |
0.92% |
16 |
სს „ბითიეი ბანკი“ |
0.84% |
17 |
სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი“ |
0.62% |
18 |
სს „პროგრეს ბანკი“ |
0.56% |
19 |
სს „კავკასიის განვითარების ბანკი ‑ საქართველო“ |
0.54% |
20 |
სს „ინვესტბანკი“ |
0.47% |
21 |
სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალი“ |
0.44% |
|
სულ |
100.00% |
დოკუმენტის კომენტარები