„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დაფუძნების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დაფუძნების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017789
170
18/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
480140000.10.003.017789
„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დაფუძნების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2014 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დაფუძნების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 28 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დაფუძნების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ისრაელის მხარეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი