დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017788 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 040030000.10.003.016657) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სააგენტოს მიზნები სააგენტოს ძირითადი მიზნებია: ა) საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ: ა.ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ა.ბ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; ა.გ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; ა.დ) ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა; ბ) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა და გამჭვირვალობა; გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგი; დ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულებისა და ანგარიშგების, ჯანსაღი კონკურენციის, სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება; ვ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.“.
2. მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სააგენტოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) ეკონომიკის ყველა სექტორში კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის დარღვევის ფაქტების გამოვლენა; დ) სახელმწიფოს მიერ კონკურენციის შემზღუდველი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება; ე) კონკურენციის შემზღუდველ სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ი) სპეციალური სასწავლო პროგრამების და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; ლ) თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ინტეგრირების ხელშეწყობა; მ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას წარმოშობილი დავების განხილვის გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმის უზრუნველყოფა; ნ) სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრისა (შავი სიის) და კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრის (თეთრი სიის) წარმოება; ო) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ კლასიფიკატორში ინტეგრირება; პ) სახელმწიფო შესყიდვების ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ჟ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება; რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სააგენტო თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია: ა) ეკონომიკურ აგენტთან მიმართებაში აწარმოოს საქმის მოკვლევა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციიის დარღვევის ფაქტზე წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს და სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი; დ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) მიმართოს სასამართლოს ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული ქმედების ან მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების ან დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში − მისი ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე; ვ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით; ზ) მოსთხოვოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ამ კანონის დებულებათა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) ამ კანონის დამრღვევ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარუდგინოს წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია მის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე; ი) საქართველოს მთავრობას მიმართოს რეკომენდაციით შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე; კ) საქართველოს მთავრობას მიმართოს რეკომენდაციით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავს კონკურენციას; ლ) საქართველოს მთავრობას მიმართოს სამართლებრივი დასკვნით და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას; მ) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია; ნ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე იდენტიფიცირებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. ო) ითანამშრომლოს დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებლებთან რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებში კონკურენციის დარღვევის შემთხვევების შესწავლის პროცესში; პ) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების წარდგენა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ფორმებითა და ვადებში, აგრეთვე მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით; ჟ) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და მოქმედების კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა; რ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე; ს) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი; ტ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ფასიანი მომსახურება, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ვალდებულებას; უ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.“.
3. მე‑8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სააგენტოს წლიური ანგარიში სააგენტო ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე ამზადებს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
4. მე‑9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები