დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №822 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №54
2010 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის № 822 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის № 822 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| ზურაბ პოლოლიკაშვილი | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| ზაალ აბაზაძე | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| ზურაბ ალავიძე | – | საქართველოს ეკონომიკური გან ვითარების მინისტრის მოადგილე |
| მამუკა ახვლედიანი | – | ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) |
| ნინო კალანდაძე | – | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| დავით ლორთქიფანიძე | – | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი |
| ვასილ მანაგაძე | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის“ თავმჯდომარე |
| ირაკლი მატკავა | – | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი |
| რევაზ მაჭარაშვილი | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსამსახურე, კომისიის მდივანი |
| პაპუნა პეტრიაშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე |
| ნატალია ფარცხალაძე | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| ალექსანდრე ცინცაძე | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე |
| დავით ცხადაძე | – | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე.“ . |
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები