დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.143.016235 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N16 დადგენილებით (სსმ, 8, 09/08/2010; 010260020.35.143.000125) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური; გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო პოლიტიკისა და სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური; დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა- ანგარიშგების სამსახური; ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური; ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური; ზ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახური; თ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამსახური; ი) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; კ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ლ)ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური; მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური;“ ,,ბ) დებულების 13-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები: 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის საქმისწარმოების და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. 2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. 3. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო პოლიტიკისა და სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა და გამგეობის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების უზრუნველყოფა და ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღებაზე ზედამხედველობა, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა; 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; 6. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით– ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება და სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით. 7. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა. 8. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესყიდვების განხორციელება. 9. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. 10. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. 11. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. 12. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.“ |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები