დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020020.35.105.016140 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I-ლი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1); |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. ზუგდიდის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2)ю |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №26 დადგენილება (სსმ, 11.11.2013 წ., სარეგისტრაციო ნომერი: 370020000.35.105.016129). |
| მუხლი 4 |
დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი №1
|
ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ქ. ზუგდიდიში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი მეტრი კვადრატი მიწის ნორმატიული ფასი („მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ზუგდიდის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
|
1.
Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
2.
ImG – არის ქ. ზუგდიდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,63-ს; |
3.
In – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: |
ა)
ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1,4-ს; |
ბ)
ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1,25-ს. |
გ)
შუალედური ზონისათვის –1-ს; |
დ)
პერიფერული ზონის I ქვეზონისათვის – 0,9-ს. |
ე)
პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,75-ს. |
4.
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. |
5.
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგურილებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში (ქვეზონაში) უდრის 150-ს. |
| მუხლი 2 |
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ზუგდიდში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 35 % -ის ოდენობით და შეადგენს 7,9 ლარს. |
| მუხლი 4 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით და შეადგენს 5,67 ლარს |
| მუხლი 5 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალ „საერთაშორის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვლელობის საავტამობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 11,34 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყნება მე-3 და მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი. |
დანართი №2
|
ქ. ზუგდიდის ტერიტორიის ზონირება
ზუგდიდის ქალაქის ზონებში (ქვეზონებში) მდებარე არეალები ლოკალური ტერიტორიული ინდექსი
ცენტრალური ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები