დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016098 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №155 ბრძანებით (ვებგვერდი,17.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016056) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ერთი გვერდის მოცულობად ჩაითვლება 1800 საბეჭდი სიმბოლო (მათ შორის, სასვენი ნიშნებისა და ინტერვალების ჩათვლით).’’. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,დანართი
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები