დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისთვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №20
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისთვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს“ იჯარის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, გიორგი ათონელის ქ. №25-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.18.03.005.001) შენობის მესამე სართულზე არსებული 100,90 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული 103,32 კვ.მ მიწის ფართობი 1 (ერთი) წლის ვადით, საიჯარო ქირით – თვეში 700 ლარი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან – „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები