შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
19
12/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
000000000.00(0).00.000000
შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 19

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ქ. მარტვილში, გახოკიძის ქ. 5-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 41.09.04.084.01.500) შენობის პირველ სართულზე არსებული 177,83 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი 1 (ერთი) წლის ვადით, ქირით – 2500 ლარი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       ნ. გილაური