სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
16
12/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
000000000.00(0).00.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 16

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური სერვისების განვითარების და სხვა პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და საინჟინრო პროექტების მომზადებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის  მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 2 100 000 (ორი მილიონ ასი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს შემდეგი დასახელების ორგანიზაციული კოდი – 25 05 02 – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური სერვისების განვითარების პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებისა და საინჟინრო პროექტების მომზადება.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური