რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
13
12/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
000000000.00.00.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 13

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. განისაზღვროს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ და ორგანიზებულად განსახლებულ ოჯახთა შემდეგი კატეგორიები:

ა) I კატეგორია – ოჯახები (აბონენტები), რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში (კოტეჯებში);

ბ) II კატეგორია – ოჯახები (აბონენტები), რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.

2. განისაზღვროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების 2009 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ყოველთვიური ლიმიტები შემდეგი ოდენობით:

ა) I კატეგორიისათვის – 100 ლარი;

ბ) II კატეგორიისათვის – 70 ლარი.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტებიდან დარჩენილი თანხა (თვეში ფაქტობრივად ნაკლები ხარჯის შემთხვევაში) არ გამოიყენება მომდევნო თვეებისათვის.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ცენტრალიზებულად, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი შესაბამისი კომპანიების მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიების მიხედვით განახორციელოს მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის  ანაზღაურება.

5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ნ. გილაური