„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1041 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
9
12/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
000000000.00.00.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1041 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №9

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 1041 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №1041 გან კარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 დ.ა) სოფელ ქვედა ალისუბნის ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება;

დ.ბ) სოფელ თუზის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.გ) სოფელ რუფოთის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.დ) სოფელ ბარდუბნის № 2 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.ე) სოფელ ეწერის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.ვ) სოფელ ჭოგნარის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.ზ) სოფელ კვახჭირის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

დ.თ) თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა (ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში ღობეების მოწყობა, საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა და სახურავების შეკეთება, გარე განათების მოწყობა ქალაქისა და სოფლების ცენტრებში, ღვარსადენების გაწმენდა, ბორდიურების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები);“ .

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური