,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.017778
159
13/02/2014
ვებგვერდი, 17/02/2014
470030000.10.003.017778
,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №159

2014 წლის 13 თებერვალი

ქ.თბილისი

 

,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, 155, 29/11/2010) შეტანილ  იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელ მაღალი რისკის შემცველ ისეთ სამედიცინო საქმიანობებზე (შემდგომში – მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა) როგორებიცაა:

ა)  სტომატოლოგია;

ბ) ქირურგია  (ყველა პროფილის);

გ) მეანობა-გინეკოლოგია;

დ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (Emergency);

ე) დერმატო-ვენეროლოგია;

ვ) სამედიცინო რადიოლოგია (გარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა);

ზ) დიალიზი;

თ) ინფექციურ დაავადებებთან (მათ შორის, აივ ინფექციასთნ/შიდსთან) დაკავშირებული საქმიანობა;

ი) ფთიზიატრია;

კ) ენდოსკოპია.“.

2. მე-9 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13.  ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

საერთო მოთხოვნები

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო,  ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)   

 

2.

სამედიცინო ნარჩენების  უსაფრთხო სეგრეგაციის,  შეგროვების,  შენახვის,  გატანის,  უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

 

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების,  საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად

 

4.

პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის        

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს 2014 წლის 1 მაისიდან

5.

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის  წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

6.

სამედიცინო  პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია  აკმაყოფილებს კანონმდებლობით  დადგენილ  მოთხოვნებს

 

7.

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთათვის  თვალსაჩინო  ადგილას განთავსებული  ან  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური (მ.შ. სადაზღვევო) პროგრამებით დაფარვის შესახებ

 

 

სამეანო-გინეკოლოგიური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

გინეკოლოგიური  სავარძელი

 

2.

აღჭურვილობა და ხელსაწყოები ორსულთა პატრონაჟის განსახორციელებლად

 

 

ფთიზიატრიული ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

ფთიზიატრიული მომსახურების კაბინეტი განთავსებული უნდა იყოს სხვა კაბინეტებისაგან იზოლირებულად

 

2.

 პაციენტების მოსაცდელი დერეფნები და ექიმების კაბინეტები აღჭურვილი უნდა იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

 

 

რენტგენო-რადიოლოგიური ამბულატორიული სერვისის

შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

 

რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და აგრეთვე, რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები,  სადაც  განთავსებულია მაიონებელი  გამოსხივების  წყაროები,  არ შეიძლება  განთავსებული იყოს ორსულთა პატრონაჟისა და პედიატრიული კაბინეტების მომიჯნავედ

საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია

 

ინფექციური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

შესაბამისი კაბინეტი აღჭურვილი იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

2.

თხევადი ინფექციური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

 

 

ქირურგიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

საოპერაციო დარბაზში  მიკროორგანიზმებისა და ვირუსების არანაკლებ  95%  ინაქტივაციის უზრუნველყოფა

 

2.

უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

 

 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის (EMERGENCY) შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1.

საოპერაციო  მცირე  ოპერაციებისა და ინვაზიური  ჩარევებისათვის

 

2.

დაკვირვების  ავტომატური  სისტემა ძირითადი  სასიცოცხლო  ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული  წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

 

3.

შემდეგი  მოწყობილობები  რეანიმაციისათვის:  სარეანიმაციო  საწოლი, ხელოვნური  სუნთქვის  აპარატი,  ჟანგბადის წყარო,  ლარინგოსკოპი  და  ენდოტრაქეალური  მილები  ყველა ასაკისათვის,  დეფიბრილატორი

 

4.

პაციენტთა  დროებითი  დაყოვნების პალატა/დარბაზი       

ერთ საწოლზე არანაკლებ 6 მ2 ფართობით

5.

პრეჰოსპიტალური  სერვისის უზრუნველყოფა ან/და  რეფერალურ  ქსელში  ჩართულობის გეგმა

 

6.

უწყვეტი  წყლითა  და  ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

 

 

სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

 

სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე - არანაკლებ 14 მ2-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე - არანაკლებ 7 მ2-ს

სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2014 წლის 1 მაისიდან.

სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი - იზოლირებული სამუშაო სივრცის ფართობი, სადაც უშუალოდ განლაგებულია სტომატოლოგიური სავარძლები“.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, თუ საქმიანობა ამ დადგენილების ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა  დადგენილების რეგულირების სფეროს და შესაბამისად,   შეტყობინებას,  მათ განმახორციელებლებს მიეცეთ გონივრული ვადა შეტყობინების გასაკეთებლად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი