„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017776
157
13/02/2014
ვებგვერდი, 18/02/2014
010220020.10.003.017776
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2014 წლის 13 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილებით დმტკიცებული ,,ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო  კომისიის შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო  კომისიის შემადგენლობა

პაატა ზაქარეიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი,  კომისიის თავმჯდომარე

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ილია კვიტაიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გიორგი სოლომონია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე მარგიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე

ზურაბ აზმაიფარაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე

ლევან იზორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით დონდუა – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

ზაალ სარაჯიშვილი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

იგორ კოპალიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი ოთინაშვილი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი

ნოდარ ტანგიაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ,,ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი