დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017774 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) ციფრული მაუწყებლობის სააგენტო.“. 3. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას. 2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.“. 4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს. ასევე, ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;“. 5. მე-8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. 6. მე-9 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი – ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.), პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა ორგანიზება და განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შემუშავება და მართვა; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე, მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 14 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები