,,ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.017770
151
13/02/2014
ვებგვერდი, 17/02/2014
440050000.10.003.017770
,,ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ,,ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №159 დადგენილებაში (სსმ, №112, 14/09/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ქართული ელექტრონული ლექსიკოგრაფიული ბაზის შესაქმნელად, მეცნიერებისა და ტექნიკის ცალკეული დარგების განვითარებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევათა საფუძველზე ზოგადი და სპეციალური ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. „ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესი“ (დანართი №1).

2.  „საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ,,ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის წესის“:

ა) მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (შემდგომში - გრანტი) გაცემის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - რუსთაველის ფონდი).

2. კონკურსი ცხადდება რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის (შემდგომში - დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

3. დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საკონკურსო პროგრამას და პირობებს, ასევე, ადგენს კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადის მიღების ვადებს.“;

ბ)  მე-6 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამარჯვებულ პროექტზე/პროექტებზე გასაცემი გრანტის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს, ხოლო წელიწადში 50 000 ლარს. რუსთაველის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტებისთვის უნდა იყოს  არა უმეტეს 50 000 ლარისა, 18-თვიანი პროექტებისთვის – არა უმეტეს 75 000 ლარისა, 24-თვიანი პროექტებისთვის – არა უმეტეს 100 000 ლარისა, 30-თვიანი პროექტებისთვის – არა უმეტეს 125 000 ლარისა და  36-თვიანი პროექტებისათვის  – არა უმეტეს 150 000 ლარისა.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 თვე, ხოლო მაქსიმალური – 36 თვე. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 6-თვიანი საანგარიშო პერიოდის ჯერადი (12,18 და ა.შ).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი