დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017766 |
|
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 127) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის:
1. ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი – რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად; სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველობის განხორციელებასთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში უცხო სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის, თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;“. 2. ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი - საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის, წყალმომარაგების სექტორის, ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოვლა-შენახვის, მყარი ნარჩენების უტილიზაციისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში, აგრეთვე, სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიმართებაში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; საგზაო, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი დარგების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტების დამუშავებისა და დანერგვის ღონისძიებების ხელშეწყობა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები