დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016157 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები: |
ა)
დებულების მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) სარესტავრაციო განყოფილება;“. |
ბ)
დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შეისწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლებს, განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს.“; |
გ)
დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სარესტავრაციო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ატარებს კულტურული ფასეულობების სარესტავრაციო სამუშაოებს ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) აწარმოებს კულტურული ფასეულობების რესტავრაციის მსვლელობის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული ფასეულობის განთავსების ოპტიმალურ პირობებს; გ) უზრუნველყოფს აჭარაში არსებული მუზეუმებისათვის პრევენციული კონსერვაციის რეკომენდაციების შემუშავებას მუზეუმებში დაცულ ექსპონატებზე (გარემო პირობების კონტროლი) შესაძლო ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით; დ) ახორციელებს სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში დაცული ექსპონატების მდგომარეობის რეგულარულ კონტროლს, იკვლევს მათზე გარემო პირობების ზემოქმედებას, ადგენს მოხსენებით ბარათებს არსებული მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რესტავრაციას; ე) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას; ვ) უზრუნველყოფს რესტავრაციის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო წყაროების მოპოვებასა და ბიბლიოთეკის შექმნას; ზ) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან; თ) მონაწილეობს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რესტავრაციის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები