დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020040.35.138.016120 |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი |
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტში (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის საოპერაციო და სოციალურად დაუცველთა სამედიცინო გამოკვლევების დახმარება |
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, დახმარება გაიცემა ერთჯერადად. ა) მოსარგებლე - სოციალურად დაუცველ მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, თანადაფინანსება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა ერთჯერადად. ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები: ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე); ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100); ბ.ე) ანგარიშ-ფაქტურა; ბ. ვ) პირადი ანგარიში; ბ.ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; ბ.თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გ)ანგარიშსწორება ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე. დაფინანსების მიღებისას საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში
ა) მოსარგებლე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის იმ გეგმური საოპერაციო ხარჯების (50% არაუმეტეს 1500 ლარისა) ანაზღაურება, რომელიც არ ფინანსდება სხვა სახელმწიფო პროგრამით. ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები: ბ.ა) განცხადება;(განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე) ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი. ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); ბ.ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. გ) ანგარიშსწორება ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი დავალიანების ცნობის საფუძველზე. |
მუხლი 2.
ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების ახალდაბადებულ ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1. ერთჯერადად ყოველ პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 100 ლარს.
2. ერთჯერადად ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 200 ლარს. ა) წარმოსადგენი დოკუმენტები: ა.ა) განცხადება ( განმცხადებელი - მშობელი ); ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე); ა.დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეოთხე და მეტ ახალშობილზე); ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიში. ბ) ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე |
მუხლი 3.
ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების გადასახადის დაფინანსება |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა შვილები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში. ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები; ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები; გ) ობოლი ბავშვები; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები; ე) მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი); ვ) ავღანეთის ომში მონაწილეთა შვილები.
ა)განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ომის მონაწილის მოწმობა; ე) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) გარდაცვალების მოწმობა; ზ) დევნილობის მოწმობა; თ) მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა. |
მუხლი 4.
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება |
ა) მოსარგებლე: ა.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ა.გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ა.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავღანეთის ომში მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება. ბ) წარმოსადგენი დოკუმენტებია: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ბ.დ) ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი; ბ.ე) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი; ბ.ვ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი); ბ.ზ) საბანკო ანგარიში. გ) ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
|
მუხლი 5.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ და ასევე ,,რაბათის“ განვითარების პროგრამის ფარგლებში დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიურად ბინის ქირის გადასახადი |
1. სოფელი აწყური:
ა) ავთანდილი თაბაგარის (პირადი №47001002438); ბ) გუგული ლაბაძის (პირადი №47001025972); გ) ივანე ლაბაძის (პირადი №47001030342); დ) ლაზარე ხითარიშვილის (პირადი №47001020679); ე) მარიამ კაპანაძის (პირადი №47001019536); ვ) მარიამ ლაბაძის (პირადი №47001034719); ზ) თეიმურაზ თაბაგარის (პირადი №47001029805). 2. რაბათი: ა) სარქის აკოფიანის. |
მუხლი 6.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება |
ა)მოსარგებლე: ა.ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები; ა.ბ) ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგ. ინვალიდები ბ) დოკუმენტაცია: ბ.ა) განცხადება (ომში მონაწილის, ან ოჯახის წევრის. გამონაკლის შემთხვევაში დედის, მამის, შვილის); ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ.გ) ვეტერნისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი); ბ.დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. გ) ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გამნცხადებლის პირად ანგარიშზე. |
მუხლი 7.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მიიღებენ 150 ლარს. 2. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
|
მუხლი 8.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპულ ოჯახთა სოციალური დახმარება |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპული ოჯახები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს ( 6 მაისს, გიორგობას).
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილი ოჯახს წევრის პირად ანგარიშზე. |
მუხლი 9.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება |
ა) ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
|
მუხლი 10.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით ინვალიდთა სოციალური დახმარება |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მხედველობით ინვალიდები (I-II ჯგ. ბენეფიციარები, რომლებიც არიან მხედველობით ინვალიდთა პენსიის მიმღებნი) ერთჯერადად საახალწლოდ მიიღებენ 100 ლარს.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე. |
მუხლი 11.
ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება |
ა) ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება შენობა-ნაგებობებზე მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 500 ლარისა.
ა ) განცხადება (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით); ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი ; გ) ხანძრის აქტი (ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურიდან); დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით. ე) დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათები. ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ზ) პირადი ანგარიში
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში განმცხადებლის პირად ანგარიშზე. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება |
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) დახმარება საახალწლოდ და სააღდგომოდ ერთჯერადად სურსათის სახით; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციარები) დახმარება ზამთრისათვის გათბობის უზრუნველსაყოფად. ოჯახზე 100 ლარი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ კვებაზე მყოფ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება |
მოსარგებლე:
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება საახალწლოდ და სააღდგომოდ ერთჯერადად სურსათის სახით. |
მუხლი 14.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადად თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
ა) მეურვის განცხადება; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) მეურვის პირადი ანგარიში. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის პირად ანგარიშზე. |
მუხლი 15.
მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება 80000 ლარით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები